სიახლეები

23 აგვისტო 2018

ვენტილირებადი ფასადი წარმოადგენს შენობის გარე დამცავ შეფუთვას, რომელიც იცავს შენობას ატმოსფერული ზემოქმედებისაგან და უზრუნველყოფს მის თერმულ და აკუსტიკურ იზოლაციას. 

ვენტილირებადი ფასადი წარმოადგენს ლითონის მზიდ სტრუქტურას, თბოსაიზოლაციო შრეს, გარე ზედაპირს, საჰაერო სავენტილაციო შრეს.

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურული სხვაობა წარმოქმნის ჰაერის აღმავალ მოძრაობას, რომელიც ეფექტურად აშორებს ფასადის ზედაპირზე აკუმულირებელ სიცხეს. ზამთარში ვენტილირებადი ფასადი აფერხებს სითბურ დანაკარგს თბოიზოლაციის  შეფუთვის  გამო.

საჰაერო შრის შიგნით ჰაერის მიმოცვლა ეხმარება შენობის შიგნით დაგროვილი ორთქლის მოშორებაში, რითიც აღიკვეთება კონსტრუქციის ზედაპირზე კონდენსატის და მუდმივი ტენიანობის წარმოქმნა.

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ ვენტილირებადი ფასადის მონტაჟსა და იმპორტს. 

ლამინამი არის  უნიკალური  ვენტილირებადი საფასადო მასალა, რომელსაც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი კომპანია გთავაზობთ. 

დაგვიკავშირდით


26 მაისი 2018

კომპანიამ "ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი" მონაწილეობა მიიღო მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა თბილისში 26-29 აპრილს, 2018წ.