ლამინამის (LAMINAM) კვარცის შენადნობები ბუნებრივი მასალისაგან იქმნება. კერძოდ მის შემადგენლობაშია: კვარცი, თიხა, გრანიტი და კერამიკული პიგმენტები.
მათი გრანულები იპრესება. გამოიყენება გრანულების აგლომერაციის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც 1220 გრადუსზე მუშაობს. ეს მეთოდი ქმნის ფართოფორმატიან ლამინამის ფილებს, რომელიც იდეალურად ბრტყელია და მისი ნებისმიერ ზომაზე დაჭრა უმაღლესი სიზუსტითაა შესაძლებელი.
ლამინამის ფილების ზომებია 324სმX162სმ და მათი სისქე მხოლოდ 3მმ. დან 20 მმ. მდეა.
ეს არის ძალიან გამძლე მასალა, რომელსაც გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს. ლამინამი გამოიყენება როგორც შიდა ინტერიერის (იატაკი, კედელი,ავეჯი, სამზარეულო, აბაზანა, ფანჯრის რაფები), ასევე გარე ფასადების მოსაპირკეთებლად.
ლამინამის ფილები საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლების გარდა პასუხობს თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ყველაზე დახვეწილ და პრეტენზიულ მოთხოვნებსაც კი. ლამინამის დიზაინერები თვალყურს ადევნებენ ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს და ყოველწლიურად ფილების ახალ კოლექციებს გვთავაზობენ.
დღევანდელ დღეს ლამინამის პოტრფოლიოში 150-მდე პროდუქტია, რომლებიც იდეალურად ქმნიან სხვა მასალების (ესენია: ნატურალური ქვები, ხე, მეტალიდა ქვანახშირიც კი.) ვიზუალსა და იმიტაციას, ფილებს არა მათი ფერი, არამედ მათი ტექსტურაც აქვთ, რაც საშუალებას აძლევს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მათ.
ფილები ერთისმხრივ საკმაოდ ძლიერი და გამძლეა, ხოლო მეორესმხრივ ძალიან მსუბუქი და თხელია. 1კვ.მ. მხოლოდ 8 კგ.ს იწონის, რაც ორიგინალური დიზაინისა და მდიდარი ფერთა პალიტრის თანხვედრაში ლამინამის ფილებს იდეალურ მოსაპირკეთებელ მასალად აქცევს.
კვარცის ფილები უძლებს ორგანული და არაორგანული გამხსნელი საშუალებების, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების ზემოქმედებას. ზედაპირის გაწმენდა ადვილადაა შესაძლებელი , ფილების დაზიანებისა თუ გაუფერულების რისკის გარეშე.
ლამინამის ფილები ასევე უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტის დროსაც , რადგან ისინი წყალთან ურთიერთქმედებისას არანაირ მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. ფილები ასევე გამორიცხავს ობის, სოკოებისა და ბაქტერიების გაჩენას. ამის გარდა ფილები რეზისტენტულია ნაკაწრების, რეცხვის, ულტაიისფერი გამოსხივებისა და ხშირი რეცხვის მიმართ. ყველა ზემოთჩამოთვლილი მაჩვენებლების გათვალისწინებით ლამინამის ფილების მწარმოებლის 25 წლიან გარანტიას იძლევა.
პროდუქტის თვისებები:
რეზისტენტობა ქიმიკატების მიმართ: ფილები არ რეაგირებენ სხვადასხვა გამხსნელებზე, სარეცხ საშუალებებზე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გარეცხოთ ფილები მათ დაუზიანებლად.
ჰიგიენური თვისებები: ლამინამის ფილები ასევე უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტისას , რადგან
ისინი წყალთან ურთიერთქმედებისას არანაირ მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. ფილები ასევე გამორიცხავს
ობის, სოკოებისა და ბაქტერიების გაჩენას
არ იწვევს დეფორმაციას.
უძლებს ყინვას:ფილებს არ აქვთ ფოროვანი ხვრელები, რის გამოც ტენიანობა ვერ აღწევს ფირფიტაში, რისი დახმარებითაც ყინვაგამძლეა და ნებისმიერი ამინდისათვის შესაფერისია.
უძლებს ხანძარს; ფირფიტები ცეცხლგამძლეა და ხანძრის დროს არ გამოჰყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.
რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივის მიმართ: ფირფიტები სრულიად მდგრადია UV სხივების მიმართ. მათ შემადგენლობაში არ შედის ხელოვნური საღებავები და ყველაზე ცუდ ამინდშიც კი არ იცვლის ფერს.
ეკოლოგია და გადამუშავება: ფილები 100% ბუნებრივი მასალაა. იგი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და შეიძლება გამოყენებული იქნას მეორადი წარმოებისთვის.
სერტიფიკატები:
კატალოგები: Format L (3000x1000) Architectural
Format XL (3240x1620) Furnishing & Design
Format M (1000x1000x5) economical
იხილეთ ჩვენი ჩატარებული სამუშაოები