პროდუქცია

ვენტილირებადი ფასადი

ვენტილირებადი ფასადი არის კონსტრუქცია, რომელიც შედგება მოსაპირკეთებელი მასალისა და სამაგრი ქვეკონსტრუქციისაგან. შენობის ფასადზე ხდება ჯერ სამაგრი კონტრუქციის ინსტალაცია, შემდეგ რომელიმე მოსაპირკეთებელი მასალის. შედეგად ფასადის კედელი რჩება ატმოსფერული ზემოქმედებებისაგან დაცული, ხოლო საჰაერო შრე არსებულ და დამხმარე კედლებს შორის, უზრუნველყოფს კედლის დაცვას ტენისგან, ნესტისგან, მცირდება თბოდანაკარგი.

ვენტილირებადი ფასადი უზრუნველყოფს შენობის დამატებით დაცვას. ის გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

1.  კედლის დაცვა კლიმატური ზემოქმედებებისაგან: თოვლი, წვიმა, ყინვა, ქარი და ა.შ.

2.  კედლის ზედაპირის დაცვა ტენიანობისაგან და „სუნთქვის“ საშუალება;

3.  შენობისთვის ახალი იერსახის მიცემა;

4.  თბოსაიზოლაციო და ხმისსაიზოლაციო სისტემა;

5.  ცეცხლმედეგობა ხანძარსაწინააღმდეგო მასალების გამოყენებით;

6.  ადვილად მოსავლელი;

7.  ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა (50 წელი)

8.  ფასადის მონტაჟი წელიწადის ნებისმიერ დროს;

9.  ფერთა ფართო არჩევანი

ვენტილირებადი ფასადის სტრუქტურა:

·  ალუმინის მზიდი სუბსტრუქტურა;

·  ქვაბამბის/მინაბამბის თბოიზოლაცია;

·  ორთქლსაიზოლაციო შრე;

·  მოსაპირკეთებელი მასალა

მოსაპირკეთებელ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნას: ნატურალური ქვა (მარმარილო, გრანიტი), ხე, ალუმინის კომპოზიტური პანელები, აგური, კერამოგრანიტი, ასბესტოცემენტის და ფიბროცემენტის პანელები, HPL-ის პანელენი და კერამიკა.

ვენტილირებადი ფასადის მოსაპირკეთებლად ჩვენ გთავაზობთ იტალიური წარმოების კომპანია „ლამინამის“ (LAMINAM) ინოვაციური კერამიკული პანელებით. ლამინამმა პირველმა მსოფლიოში აწარმოა მაქსიმალური სიდიდის და მინალური სისქის კერამიკული ფილა ზომით 3000x1000x3mm.

გარდა ფასადისა ლამინამი გამოიყენება ასევე ინტერიერში კედლის, იატაკის, ჭერის, ავეჯისა თუ სხვა ზედაპირების მოსაპირკეთებლად.

იხილეთ ჩვენი შესრულებული  პროექტები.